საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით თავი შეიკავოთ ჩინეთში, კერძოდ ქ. უჰანში გამგზავრებისაგან, რომელიც წარმოადგენს ინფექციის კერას.

 

მიუხედავად იმისა, რომ მალაიზიასა და საკონსულო ოლქის დანარჩენ ქვეყნებში (ბრუნეი დარუსალამი, კამბოჯის სამეფო, მიანმარის კავშირის რესპუბლიკა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) ვითარება არ არის კრიტიკული (მალაიზიაში დაფიქსირდა 4 შემთხვევა, კამბოჯაში 1, მიანმარსა და ლაოსში ჯერ არ დაფიქსირებულა), ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. შესაბამისად, მოგიწოდებთ გამოიყენოთ პირბადეები და მოერიდოთ მასობრივი თავმოყრის ადგილებს.

 

საელჩოში ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: +60178850449, რომლის მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეძლებთ დაკავშირებას საელჩოს წარმომადგენელთან.

 

 

2020 წლის 28 იანვარი