საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართვლოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

მალაიზიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე ეტაპობრივად გადასვლასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საელჩოში მოქალაქეების მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.

 

საელჩოში წინასწარი ჩაწერა, შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.geoconsul.gov.ge.

 

საელჩოში ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან);
მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;
მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, ფარი ან სათვალე);
მოქალაქე ვალდებულია, საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;
მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს.