საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 8 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა მალაიზიაში შემოსვლის განახლებული წესები

მალაიზიის საიმიგრაციო დეპარტამენტის განცხადებით, 2020 წლის 8 ოქტომბრიდან მალაიზიელებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლისა დ მისი დატოვებისათვის საჭირო  განცხადების შევსების შესაძლებლობა აქვთ ონლაინ რეჟიმში MyTravelPass (MTP)-ის სისტემის მეშვეობით. MTP-ის სისტემაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგი ბმულის მეშვეობით - https://mtp.imi.gov.my/myTravelPass/main

შევსებული განაცხადის ფორმების (დამხმარე დოკუმენტებთან ერთად) განხილვის ვადაა  ხუთი (5) სამუშაო დღ. აპლიკანტებს პასუხი ეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით. აპლიკანტებს, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში მოეთხოვებათ  შევსებული და ხელმოწერილი Letter of Undertaking and Indemnity (LOU)-ის წარდგენა და საზღვარგარეთ მალაიზიის დიპლომატიური მისიებიდან სამგზავრო ცნობის  აღება.

ახალ სისტემასთან დაკავშირებული კითხვების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგი ვებ-ბმულის მეშვეობით - http://eapp.imi.gov.my/tanya/create.