საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები

ნებისმიერი ქვეყნის   მოქალაქე, ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსით (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ერთი დოზა), ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით.

საჰაერო გზით

 

ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

Xარ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას

 

Xარ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

🚗 სახმელეთო და საზღვაო გზით

 

ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი

 

Xარ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

ყურადღება!გამონაკლისი წესი ვრცელდება ინდოეთიდან მომავალ პირებზე, ასევე, მათზე, ვისაც ბოლო 14 დღის მანძილზე ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათ საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, საკუთარი ხარჯით.

 

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

 

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში უცხოელთა შემოსვლა

 

        🚗

 

ოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს.

 

1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

2. ისრაელის სახელმწიფო

3. თურქეთის რესპუბლიკა

4. შვეიცარიის კონფედერაცია

5. ნორვეგიის სამეფო

6. ამერიკის შეერთებული შტატები

7. კანადა

8. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

9. საუდის არაბეთის სამეფო

10. კატარის სახელმწიფო

11. ქუვეითის სახელმწიფო

12. არაბთა გაერთიანებული საამიროები

13. ბაჰრეინის სამეფო

14. სომხეთის რესპუბლიკა

15. აზერბაიჯანის რესპუბლიკა

16. უკრაინა

17. მოლდოვის რესპუბლიკა

18. ყაზახეთის რესპუბლიკა

19. რუსეთის ფედერაცია

20. ბელარუსის რესპუბლიკა

21. უზბეკეთის რესპუბლიკა

22. ტაჯიკეთის რესპუბლიკა

23. ყირგიზეთის რესპუბლიკა

24. თურქმენეთი

25. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

26. იაპონია

27. კორეის რესპუბლიკა

28. ომანის სასულთნო

29. სან-მარინოს რესპუბლიკა

30. მონაკოს სამთავრო

31. სერბეთის რესპუბლიკა

32. ისლანდიის რესპუბლიკა

33. ლიხტენშტაინის სამთავრო

34. მონტენეგრო

35. ანდორის სამთავრო

36. ალბანეთის რესპუბლიკა

37. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

38. ბოსნია და ჰერცეგოვინა

 

საქართველოშიშემოსასვლელადისინიუნდააკმაყოფილებდნენშემდეგპირობებს:

 

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;

 

  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;

 

  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოასპეციალურიელექტრონულიანკეტისშევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და .;

 

  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

 

PCR ტესტის პასუხიუნდა იყოს წარმოდგენილიქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

 

 

 

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

 

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და . .);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

 

ასევე, იხილეთ:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/249 
  • ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
  • ინფორმაცია "იმუშავე საქართველოდან" პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194