საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

მალაიზიის მთავრობის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, უსაფრთხოების მოქმედი რეგულაციების გამკაცრებისა და 1 ივნისიდან 14 ივნისამდე სრული ლოქდაუნის პირველი ფაზის გამოცხადების მიუხედავად ვერ მოხერხდა სიტუაციის ეფექტურად მართვა და დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრად შემცირება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 11 ივნისს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით სრული ლოქდაუნის 15 ივნისიდან 28 ივნისამდე გახანგრძლივების თაობაზე:

  • ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ნებისმიერ სახის შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვა;
  • საჯარო სექტორი გადადის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
  • მუშაობას გააგრძელებენ მხოლოდ სურსათის და პირველადი მოხმარების საგნების მაღაზიები და სუპერმარკეტები, ასევე ისეთი საკვანძო მომსახურების ობიექტები, როგორებიცაა წყალმომარაგება, ელექტროენერგია, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, საფოსტო მომსახურება, ბენზინგასამართი სადგურები, მაუწყებლობა, საბანკო მომსახურება, საავადმყოფოები  და  აფთიაქები,  პოლიცია,  თავდაცვა  და  უშიშროება,   დასუფთავება, საზღვაო პორტები და აეროპორტები;
  • საქართველოს საელჩო ქ. კუალა ლუმპურში აგრძელებს მუშაობის დისტანციურ (სახლიდან მუშაობის) რეჟიმზე.