საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ბრუნეი დარუსალამის ელჩთან გამართული შეხვედრის შესახებ

2022 წლის 6 იანვარს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბრუნეი დარუსალამის ახლადდანიშნულ ელჩთან, ბატონ დატო მაჰმუდ საიდისთან.

 

შეხვედრაზე მოკლედ მიმოხილულ იქნა საქართველო-ბრუნეის შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფის პერსპექტივებზე.

 

ბრუნეის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

2022 წლის 6 იანვარი