საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია მალაიზიის მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, დატუკ იგნატიუს დარელ ლეიკინგთან გამართული შეხვედრის შესახებ

2019 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, - დატუკ იგნატიუს დარელ ლეიკინგთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაფართოების პერსპექტივები.

 

მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, ლიბერალური ბიზნესგარემოს, საგადასახადო სისტემის სიმარტივის, საერთაშორისო რეიტინგების, მალაიზიელი ინვესტორებისთვის ეკონომიკის პოტენციურად საინტერესო  დარგების (ტურიზმი და ტურისტული ინფრასტრუქტურა, აგროსექტორი, წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა), ინვესტორებისთვის გათვალისწინებული შეღავათების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების შესახებ.

 

მინისტრის განცხადებით, ამჟამინდელი ხელისუფლება მოწოდებულია გლობალური ბაზრების ათვისებით და ხელს უწყობს მალაიზიურ ბიზნესებს უცხოეთში, განსაკუთრებით კი ახალ ბაზრებზე ინვესტიციების განხორციელების და დამკვიდრების საკითხში. -ნი ლეიკინგი დაინტერესდა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესწავლითა და მალაიზიელი ბიზნესმენებისთვის პოტენციურად მიმზიდველი დარგების იდენტიფიცირებით.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ურთიერთმომგებიანი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების  მიმართულებით.

 

 

2019 წლის 8 ოქტომბერი