საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მალაიზიის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ  შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის სპიკერთანტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსფთან და საქართველო-მალაიზიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან,   მუსლიმინ იაჰაიასთან და უილიამ ლეონგ ჯი კისთან.

 

შეხვედრაზე შეჯერებულ იქნა მალაიზიის პარლამენტის სპიკერის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის საორგანიზაციო-ლოგისტიკური საკითხები. განხილულ იქნა ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და რიგ სფეროებში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

 

მალაიზიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.

 

2020 წლის 12 თებერვალი