საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2021  წლის 5 აპრილს საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ აფხაზავას ინიციატივით გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ქ-ნ ვიენგსავან სიპრასეუთთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ლაოსს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფის პერსპექტივებზე.

 

2021  წლის 5 აპრილი