საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვენაში ვიზიტის ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან

ვენაში ვიზიტის ფარგლებში, 15-16 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გამართა ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან და ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში, ტერეზა რიბეიროსთან.
 
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. ასევე, ეუთო-ს დამოკიდებელ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.  ლაშა დარსალიამ შეხვედრებზე მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე და  ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე  მდგომარეობაზე.