საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ ფორმატში გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარულ საკითხთა განყოფილების უფროსთან

2021 წლის 10 ივნისს ონლაინ ფორმატში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ  შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარულ საკითხთა განყოფილების უფროსთან, ქ-ნ მურნი აბდულ ჰამიდთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარულ საკითხებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპქტივები და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.

 

მალაიზიურ მხარეს მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს.

 

 

2021 წლის 10 ივნისი