საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საერთო სურვილი აერთიანებს და ამის ფასი არის ანექსია, ოკუპაცია და ომი

„უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას საერთო მიზენი აქვთ  - ევროკავშირში გაწევრიანება, ამ მიზნის მისაღწევად მათ  ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდებათ“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს სამი ქვეყანა პირველად ხვდება, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები, უმაღლეს დონეზე.

”ჩვენ დღეს საერთო მისწრაფებები გვაქვს, რადგან ხვალისთვის  საერთო ხედვები გვაქვს. ეს არის ევროკავშირში სრული გაწევრიანება, თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს არა მხოლოდ მისწრაფებები, არამედ ფასიც, რომელიც ამ მიზნისთვის გადავიხადეთ. ჩვენ წიგნებიდან არ ვიცით რა არის ანექსია, რა არის ოკუპაცია, რა არის ომი ”, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან საქართველოში ვიზიტი   სოფელი აბასთუმანის მონახულებით დაიწყო, რომლის უკან ოკუპირებული აფხაზეთი მდებარეობს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სიტუაციამ შეახსენა ის, რასაც უკრაინაში ხედავს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე ტერიტორიების მონახულებისას - როდესაც დემარკაციის ხაზი ჰყოფს ორ სამყაროს: ნათელს, თანამედროვეს და უსაფრთხოს და ნაცრისფერს, უგულებელყოფილს და უფლების გარეშე სამყაროს.

”ასეთ მომენტებში განსაკუთრებით გესმის ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთების მნიშვნელობა. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ეს არჩევანი გააკეთეს. დღეს ჩვენ შევკრიბეთ რათა ეს არჩევანი რეალობად იქცეს. ასოცირებული ტრიოს ფორმატში შეხვედრა ქმნის ევროკავშირის გაფართოების ახალ რეგიონალურ განზომილებას, რომელიც მოიცავს ჩვენს სამ ქვეყანას. მათ გარეშე ევროპული პროექტის სურათი დაუმთავრებელ თავსატეხად გამოიყურება, რომელსაც, ჩემი აზრით, ეს სამი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც აკლია" - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.