საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დღეს ევროკავშირი კიდევ უფრო ქმედითად ეხმარება მოლდოვას, რადგან ქვეყანამ იკისრა პოლიტიკური ვალდებულება გააკეთოს ხალხისთვის ის, რაც სწორია - მოლდოვას პრეზიდენტი

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირში  ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლდოველი ხალხის მოლოდინს ევროკავშირის მხარდაჭერა და  ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება ასაზრდოებს. თუმცა, როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერაზე ბევრად მნიშვნელოვანი თავად ქვეყნის შიგნით გაწეული ძალისხმევაა. 

მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის მიერ წლების მანძილზე გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ დახმარებისთვის მთავრობა ევროკავშირის ინსტიტუტების წინაშე  ვალდებულია. 

ამასთან, როგორც მოლდოვას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა,  დღეს, როდესაც მოლდოვამ სწორი პოლიტიკური ვალდებულება იკისრა და მზადაა გააკეთოს ის, რაც ხალხს სჭირდება, ევროკავშირი მოლდოვას კიდევ უფრო ქმედითად ეხმარება.