საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

ქართული ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეტანილ იქნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ მოამზადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ქართული ბუნებრივი ძეგლი, რომელიც წარედგინა UNESCO-ს. დღეიდან, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში წარმოდგენილია 4 ქართული ძეგლი: „მცხეთის ისტორიული ძეგლები“, „გელათის მონასტერი“, „ზემო სვანეთი“ და „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომიტეტის 44-ე სესიაზე, რომელიც 16 ივლისიდან, ონლაინ ფორმატში, მიმდინარეობს ჩინეთში, ქ. ფუჯოუში. წლევანდელ სესიაზე კომიტეტი განიხილავს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესია დასრულდება მ.წ. 31 ივლისს.