საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) წარმომადგენელს შეხვდა

2021 წლის 9 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) წარმომადგენელს, ქემლინ ფერლის შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ UNHCR-ის წარმომადგენელს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარების თაობაზე. ხაზი გაესვა, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს, საკუთრების უფლების დარღვევას და რუსეთის მიერ ოკუპირებული  საქართველოს რეგიონების სრული იზოლაციის საფრთხეს.

აღინიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა სათანადო დაცვის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების უწყვეტი ჩართულობის მნიშვნელობა.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.