საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

2022 წლის 10 იანვარს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრთან, ბ-ნ დატუკ სერი ვიი კა სიონგისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ტრანსპორტის სფეროში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხს.

 

2022 წლის 10 იანვარი