საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების განყოფილების უფროსს შეხვდა

2022 წლის 11 იანვარს გაიმართა საქართველოს ელჩის ნ. აფხაზავას შეხვედრა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ევროპის ქვეყნების განყოფილების უფროსთან, ბ-ნ მოჰდ ხალიდ აბასისთან.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის რიგ სფეროებში, მათ შორის საგარეო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა, სამომავლო პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ბ-ნ ხალიდს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების საკითხს.

 

2022 წლის 11 იანვარი