საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ბიოგრაფია

ნიკოლოზ აფხაზავა

nikoloz apkhazava

დაბადების თარიღი და ადგილი: 1971 წლის 6 ივლისი, ქ. ზუგდიდი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება

09/1988-06/1993 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
10/1993-07/1994
ფერარას უნივერსიტეტი, იტალია; იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა – ევროგაერთიანების სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, სერტიფიკატი;

07/1996-08/1996

ბრიტანეთის საბჭო, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; სპეციალობა - ბრიტანეთის ინდუსტრიის მენეჯმენტი, სერტიფიკატი.
ინტერნატურა ნაბარო ნათანსონის იურიდიულ ფირმასა და ამოკოს სანავთობო კომპანიაში;
ინდუსტრიული და კომერციული ტრეინინგის ცენტრი, მიდლსბროუ, დიდი ბრიტანეთი; სპეციალობა - საბაზრო ეკონომიკა, სერტიფიკატი;

04/1997-03/2000 იოკოჰამას სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაპონია; საერთაშორისო და ბიზნესის სამართლის ასპირანტურა, სპეციალობა - საერთაშორისო სამართალი, მაგისტრის დიპლომი;
04/2000-09/2003
იოკოჰამას სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაპონია; სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასპირანტურა, საერთაშორისო სამართალის დოქტორი, დოქტორის დიპლომი

სამუშაო გამოცდილება

07/1993-10/1993 საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წამყვანი სპეციალისტი, თბილისი
10/1994-09/1995 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თბილისი
01/1996-12/1996 საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, თბილისი
01/1997-03/1997 ჰაგლერ ბაილი კონსალტინგის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, თბილისი
01/2007-01/2008 სასაკავას მშვიდობის ფონდის პროექტის მენეჯერი, ტოკიო
09/2008-10/2008 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი
09/2008-12/2011 საქართველოს საელჩო იაპონიაში, უფროსი მრჩეველი
01/2012–02/2017 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში
09/2017- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალაიზიაში

 
2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი

2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოთი - გვანგვას მედლით

უცხო ენები: ინგლისური, რუსული, იაპონური, იტალიური