საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ევროპის ქვეყნების განყოფილების უფროსთან, ბ-ნ საზალი მუსტაფა კამალთან.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის რიგ სფეროებში, მათ შორის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში, კერძოდ კი ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

2020 წლის 6 თებერვალი