ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

 

1993 წელს საქართველოს და მალაიზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. 2013 წელს ქ. კუალა-ლუმპურში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაფუძნება საქართველოს მთავრობის მხრიდან მალაიზიასთან ურთიერთობების გაღრმვების მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.  

მალაიზიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ნებისმიერი სხვა დიპლომატიური მისიის მსგავსად უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ამასთან საელჩოს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და მალაიზია გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებით მდებარეობენ, ორ ქვეყანას ბევრი რამ აქვს საერთო: მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიციებისა და კულტურისადმი ერთგულება, ეროვნული თვითშეგნების ძლიერი გრძნობა და   ეროვნული დამოუკიდებლობის და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების სურვილი, რამაც საქართველოში, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალ გამოცდას გაუძლო. საქართველო განუხრელად ადგას წარმატებული დემოკრატიული, ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმების გატარების გზას. აღნიშნულის შედეგად საქართველომ მნიშვნელოვნად აიმაღლა საერთაშორისო რეიტინგი და გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. დღესდღეობით ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და პერსპექტიული ქვეყანაა.

ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა მალაიზიაში საქართველოს პირველი  ელჩის თანამდებობაზე მუშაობა. ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით შევეცდებით დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული პოტენციალის და ასევე საელჩოს საქმიანობის შესახებ.

 

საუკეთესო სურვილებით,

ნიკოლოზ აფხაზავა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ