ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილის, ქალბატონი მანანა კობახიძის ოფიციალური ვიზიტი მალაიზიაში 7-13 სექტემბერი

malaysia/AIPA 36th General Assembly/12003977_304789436311893_5769527549751567213_n.jpg2015 წლის 7-13 გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მალაიზიაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, ქალბატონი მანანა კობახიძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ბატონი დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პირველად დაესწრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) რიგით 36-ე გენერალურ ასამბლეას, რომელიც ქ. კუალა ლუმპურში 8 სექტემბერს გაიხსნა და 12 სექტემბერს დასრულდა. ასამბლეის მსვლელობისას, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები AIPA-ს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან.

ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები მალაიზიის სენატის პრეზიდენტთან, ტან სრი ზაჰარ ბინ დათო ნიკა უჯანგთან, მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან,  ტან სრი დათუკ სერი პანგლიმა პანდიკარ ამინ ჰაჯი მულიასთან, მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დათო სრი რიიზალ მერიკან ნაინა მერიკანთან. მალაიზიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მალაიზიის პარლამენტში მალაიზია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარემ, დათუკ სერი რონალდ კიანდემ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და დელეგაციის წევრები სამუშაო სადილზე დაპატიჟა. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ