ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა მანანა კობახიძემ მალაიზიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

12 სექტემბერს, მალაიზიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა მანანა კობახიძემ და საქართველოს დელეგაციის წევრებმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ბატონმა დავით ბაქრაძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ, მალაიზიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს მალაიზიის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დათო სერი რიიზალ მერიკან ნაინა მერიკანთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და შეთანხმდა, რომ გაძლიერდება მუშაობა კავშირების ყველა მიმართულებით გასაღრმავებლად. ქალბატონმა მანანა კობახიძემ მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ