ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩი დაჯილდოვდა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოთი

2017 წლის 7 დეკემბერს ქ. კუალა-ლუმპურში კორეის რესპუბლიკის საელჩოში  შედგა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოს - გვანგვას მედლის (Gwanghwa Medal – The Order of Diplomatic Service Merit) კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩისთვის, ამჟამად მალაიზიაში საქართველოს ელჩისთვის, ნიკოლოზ აფხაზავასთვის გადაცემის საზეიმო ცერემონია.

საქართველოს ელჩს ჯილდო კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბ-ნი მუნ ჯე-ინის სახელით გადასცა კორეის რესპუბლიკის ელჩმა მალაიზიაში, პროფ. იუ ჰიუნ სოკმა.

გვანგვას მედალი წარმოადგენს კორეის რესპუბლიკის უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჯილდოს, რომელიც ექსკლუზიურად გადაეცემა უცხოელ სამოქალაქო პირებს (ძირითადად პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს) კორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 

2017 წლის 7 დეკემბერი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ