Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

სიახლეები

ინფორმაცია მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ

ინფორმაცია მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ

2024 წლის 7 მაისს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, შ. დათიაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი ურთიერთობათა დეპარტამენტის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საქმეთა განყოფილების დირექტორთან - შარონ ჰოსთან.

ხორვატია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს - ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი

ხორვატია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს - ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი

"ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებს. ამ სულისკვეთებით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ხორვატია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მის ძალისხმევაში, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი" - ეს განცხადება ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს შეხვდ

ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს შეხვდ

2024 წლის 16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით

2024 წლის 4-5 აპრილს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით.

ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“

ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“

2024 წლის 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში.“

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდი გაიმართა

2024 წლის 27 მარტს ქ. თბილისში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-9 რაუნდი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კორეული მხრიდან - კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ჩონგ ბიონგვონი.