ინფორმაცია ქართული მხატვრული ფილმის, „მძევლები“ ჩვენების შესახებ
2023 წლის 12 სექტემბერს მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურის Quill City Mall-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე GSC-ის კინოთეატრში შედგა რეჟისორ, რეზო გიგინეიშვილის მხატვრული ფილმის „მძევლები“ ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრნენ კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ალიანსის, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები და მალაიზიის მოქალაქეები. ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
2023 წლის 12 სექტემბერი