Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში

2024 წლის 27-28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, გაიმართება დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი  „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“.
 
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები. ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცემათ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
 
აღსანიშნავია, რომ წლებია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ ისეთ მნიშვნელოვან საგრანტო პროგრამას, როგორებიცაა: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“  (2018 წლიდან); "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“  (2019 წლიდან); „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“  (2020 წლიდან). აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა პროექტისთვის გრანტი გამოეყო სულ 278 დიასპორელს.
 
გარდა ამისა, 2017 წლიდან საგარეო უწყება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორელის დაჯილდოება“, რომლის ფარგლებშიც ჯილდო გადაეცემათ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.
 
აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.
 
ღონისძიებას გახსნის და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.  ფორუმს დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
 
28 მაისს მონაწილეები მუშობას განაგრძობენ სამ თემატურ ჯგუფში და იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: განათლება და კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა, ინფორმაცია - დიასპორის წარმატების მექანიზმი.