- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ირაკლი ასაშვილი
ირაკლი ასაშვილი
დაბადების თარიღი და ადგილი
1972 წლის 23 თებერვალი, ქ.მოსკოვი
პროფესიული გამოცდილება
2025 - დღემდე - მალაიზიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
2024 წლის პირველი ივნისიდან - 2025 - მალაიზიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2018 - 2023 - ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულყუფლებიანი ელჩი.
2012 - 2017 - თურქეთის რესპუბლიკაში (ქ.სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსული.
1999 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე:
- თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალურ საკონსულოში (ქ.სტამბოლი) ატაშეს თანამდებობაზე;
- საკონსულო დეპარტამენტის საქართველოს მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის სამმართველოში მეორე მდივნად შემდეგ კი უფროსის მოადგილედ;
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში კონსულად;
- საკონსულო დეპარტამენტის მოქალაქეობისა და საპასპორტო საკითხთა სამმართველოს უფროსად;
- ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კონსულად;
- თურქეთის რესპუბლიკაში (ქ.ტრაპიზონი) საქართველოს გენერალურ კონსულად;
განათლება
1998 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნესმენის სპეციალობით;
1997 - დაამთავრა თბილისის საფინანსო იურიდიული აკადემია, საფინანსო და საბანკო საქმის სპეციალობით;
დიპლომატიური რანგი
2019 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.