Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ტრეფიკინგთან ბრძოლა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით საფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ.

არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას: თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით. დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

  • (+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;

  • (+995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;

ელ. ფოსტის მისამართია: [email protected].

 

საქართველოს საელჩოს მალაიზიაში, რომელიც აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემორკატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალამში, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზის ნომერზე : +60 16 637 73 98, ან ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]

 

დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ორგანიზაციებს:

მალაიზიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის საწინააღმდეგო და უკანანო მიგრაციის საბჭო (Council for Anti-Trafficking in Persons and Anti-Smuggling of Migrans) 24 საათიანი ცხელი ხაზის ნომერი : 999; მისამართი: Sekretariat Majlis Antipemerdagangan Orang Dan Antipenyeludupan Migran Kementerian Dalam Negeri Aras 8, Blok D2, Kompleks D Pusat Pentadbiran Kerajaan Persekutuan 62546, Putrajaya Tel : 03-8886 3149 Faks : 03-8889 1742 www.moha.gov.my

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ქ. კუალა ლუმპურში

International Organization for Migration (IOM)
Malaysia 570, Jalan Bukit Petaling
50460 Kuala Lumpur
Malaysia

Tel:

+60.3 923 55 40 0

Fax:

+60.3 214 51 09 4

Email:

[email protected]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ქ. იანგონში

International Organization for Migration (IOM)
No. 318(A), Ahlone Road
Dagon Township
Yangon, Myanmar

Tel:

+95.1 210 588 ext. 5000

Fax:

+95.1 210 588 ext. 5010

Email:

[email protected]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ქ. ვიენტიანში

International Organization for Migration (IOM)
UN House, 3rd Floor
Lane Xang Avenue
PO BOX 345
Vientiane
Lao PDR

Tel:

+856.21 26 77 30

 

+856.21 26 76 75

Fax:

+856.21 26 77 99

დამატებითი ინფორმაცია:  

ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე საქართველოს კომპეტენტური უწყებები