საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და მალაიზიას შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

2022 წლის 3 აგვისტოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და მალაიზიის საზღვაო დეპარტამენტს შორის „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო (STCW) კონვენციის I/10 წესის შესაბამისად სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

აღნიშნული შეთანხმების მიზანია STCW კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოსა და მალაიზიას შორის მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების  აღიარება.

 

2022 წლის 18 აგვისტო