საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. კუალა-ლუმპურში ორგანიზებულ Electric, Hybrid and Autonomous Vehicles, Technology, Auto Parts & Supplies - EVM ASIA-ის გამოფენაში

27-29 სექტემბერს ქ. კუალა-ლუმპურში ორგანიზებულ  Electric, Hybrid and Autonomous Vehicles, Technology, Auto Parts & Supplies – EVM ASIA-ის გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა ნინო მაღრაძემ და ამავე დეპარტამენტის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერმა, ქ-ნმა თათია ჟღენტმა.

ზემოაღნიშნული გამოფენის ფარგლებში სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს მალაიზიის საინვესტიციო განვითარების ადმინისტრაციის (MIDA), ადგილობრივი კომპანია “JFE SHOJI STEEL MALAYSIA SBN. BHD”-ის, მალაიზიის SME Corp-ისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი მალაიზიური კომპანია „SUNCHIRIN INDUSTRIES (MALAYSIA) BERHAD-ის წარმომადგენლებთან.

 

 

2022 წლის 30 სექტემბერი