2022 წლის 1 ოქტომბერს მალაიზიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების მალაიზიის ფილიალისა და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაორგანიზებით. საქართველოს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ცხრა ევროპულმა ქვეყანამ.
ღონისძიება გაიმართა მალაიზიაში ფრანგული ალიანსის შენობაში, სადაც თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის გამოყოფილი იყო საგამოფენო სტენდი. ასევე ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, სადაც პასუხი უნდა გაეცათ კითხვებზე მონაწილე ქვეყნების ისტორიის, კულტურის და/ან ენის შესახებ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მომზადებული საჩუქრებით.
ღონისძიების ფარგლებში რეჟისორ, მიხეილ კობახიძის მხატვრული ფილმის „ქოლგა“ ჩვენება და „ვეფხისტყაოსანის“ საჯარო კითხვა გაიმართა.
გამოფენას 300-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, კულტურული ცენტრების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული ენის სტენდმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
2022 წლის 1 ოქტომბერი