ქ. კუალა ლუმპურში ქართული ფილმის ჩვენება
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 17 ივნისს მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით, ქ. კუალა ლუმპურში მდებარე Golden Screen Cinemas-ს (GSC სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში კინოთეატრების უმსხვილესი ქსელია) კინოთეატრში შედგა ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება.