Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საქართველოს წარმატებული ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში, ისევე როგორც ცალკეულ ინსტიტუციებთან და გენერალურ მდივანთან აქტიური თანამშრომლობა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.