Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

საქართველოს დელეგაცია ვენაში მიმდინარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) რიგით 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობს

გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აესს-ს წევრ სახელმწიფოთა მაღალი დონის დელეგაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

გენერალური კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელმაც თავისი გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  სააგენტოს მნიშვნელობაზე  ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობისა და დაცულობის მიმართულებით.

ლაშა დარსალიამ მიმოიხილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. თავისი განცხადების ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალ საფრთხეებზე და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადგილზე საერთაშორისო ვერიფიკაციისა და მონიტორინგის არსებობის მნიშვნელობაზე;  ასევე,  აღნიშნა უკრაინის ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებული საფრთხეები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ  წარმოებული აგრესიის ფონზე.  

მიმართვის ბოლოს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს იმ პროექტების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს მარეგულირებელი ორგანოს გაძლიერებასა  და ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით.