Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, კამბოჯას სამეფოში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

ირაკლი ასაშვილმა კამბოჯაში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 17 სექტემბერს, კამბოჯის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით კუალა ლუმპურში), ირაკლი ასაშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სინ სიას.

კამბოჯის მხარემ საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.