ირაკლი ასაშვილმა კამბოჯის სამეფოს, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ჰუნ სენს რწმუნებათა სიგელები გადასცა
2026 წლის 17 სექტემბერს, კამბოჯის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური), რწმუნებათა სიგელები გადასცა კამბოჯის სამეფოს, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ჰუნ სენს.
ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
კამბოჯის სამეფოს, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ასაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
