ირაკლი ასაშვილი კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
2026 წლის 18 სექტემბერს, კამბოჯის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური), შეხვედრა გამართა კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ მეას კიმ ჰენგთან.
შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
