ინფორმაცია ქართული მხატვრული ფილმის, „გაღმა ნაპირი“ ჩვენების შესახებ
2024 წლის 20 თებერვალს მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურის Quill City Mall-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე GSC-ის კინოთეატრში შედგა რეჟისორ, გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრნენ კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ალიანსის, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები და მალაიზიის მოქალაქეები. ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
2024 წლის 20 თებერვალი