Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში მალაიზიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში მალაიზიის ახლადდანიშნულ ელჩს,  აჰმად კამრიზამილ მოჰდ რიზას შეხვდა. მინისტრმა მალაიზიელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება ურთიერთობები ვაჭრობისა და ეკონომიკის, ასევე განათლების, კულტურის და ციფრული სერვისების სფეროში. 

ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას. 

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოების შესაძლებლობებს, ასევე,   საჯარო სერვისების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების  გაზიარების საკითხს. 

ტურიზმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს და მალაიზიას შორის უვიზო რეჟიმის არსებობის გამო. 

საუბარი შეეხო  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას.  

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა მალაიზიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.