Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, კამბოჯას სამეფოში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

მაკა ბოჭორიშვილი - დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება

2025 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ''ელჩების კონფერენცია'' გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების არსებული გამოწვევები და გეოპოლიტიკური ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების კუთხით.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება."

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ქვეყნის მნიშვნელოვან როლს რეგიონულ სატრანზიტო და ლოგისტიკის სფეროში.

"ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები. იზრდება საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა, ძლიერდება საქართველოს პოზიცია რეგიონული ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში, იზრდება ინვესტორთა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მიღწევებში ქართველი დიპლომატების წვლილი არსებითია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო უწყების როლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს პატრიარქის მიმართვა გააცნო.

2025 წელს ელჩების კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 22-25 დეკემბერს ტარდება, განიხილავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებს, ასევე იმსჯელებენ სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე.