Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, კამბოჯას სამეფოში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

ირაკლი ასაშვილმა ბრუნეი დარუსალამის სულთანს, ჰასანალ ბოლკიაჰს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2026 წლის 19 ოქტომბერს ბრუნეი-დარუსალამში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა-ლუმპური), რწმუნებათა სიგელები გადასცა ბრუნეი-დარუსალამის სულთან ჰასანალ ბოლკიაჰს.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ბრუნეი-დარუსალამის სულთანმა ირაკლი ასაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.