საქართველოს საელჩო ევროპული ენების დღეზე მალაიზიაში
19 სექტემბერს, მალაიზიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების მალაიზიის ფილიალისა და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაორგანიზებით გაიმართა. საქართველოსთან ერთად, ღონისძიებაში ევროპის თორმეტი ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო მასალა ქართული ენისა და დამწერლობის, ასევე ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. ღონისძიების სტუმრებისთვის ჩატარდა კონკურსი მონაწილე ქვეყნების ისტორიის, კულტურის და ენის შესახებ. გამარჯვებულებს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.
