Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ

2024 წლის 29 სექტემბერს, მალაიზიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების მალაიზიის ფილიალისა და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაორგანიზებით გაიმართა. საქართველოს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თოთხმეტმა ევროპულმა ქვეყანამ.

თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის გამოყოფილი იყო საგამოფენო სტენდი. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, სადაც პასუხები უნდა გაეცათ კითხვებზე მონაწილე ქვეყნების ისტორიის, კულტურის და/ან ენის შესახებ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მომზადებული საჩუქრებით.

გამოფენას 500-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის: ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, კულტურული ცენტრების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული ენის სტენდმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.