ინფორმაცია ქართული მხატვრული ფილმის, „სამი სახლის“ ჩვენების შესახებ
2023 წლის 15 მაისს ქართული კინოს მარათონის ფარგლებში, საქართველოს კინემატოგრფიის ეროვნული ცენტრის დახმარებით, მალაიზიაში საქართველოს საელჩოში შედგა რეჟისორ, ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმის „სამი სახლის“ ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრნენ კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები და მალაიზიის მოქალაქეები. ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფილმის ჩვენების შემდეგ სტუმრებს გავუმასპინძლდით ქართული კერძებით და ღვინით.
2023 წლის 15 მაისი