ინფორმაცია მალაიზიის ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის შესახებ
2023 წლის 15 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი მამუკა ბარათაშვილი მალაიზიის ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-მალაიზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით ორ ქვეყანას შორის „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქ-ნი მარინე ხურციძე და საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს ხელმძღვანელი, ქ-ნი ნინი ნებიერიძე.
აღსანიშნავია, რომ მალაიზიის დელეგაციის მიერ გამართული სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა, საქართველოსა და მალაიზიას შორის „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას.
2023 წლის 17 მაისი