მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, ირაკლი ასაშვილი მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2026 წლის 12 ოქტომბერს, მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, პარლამენტის წევრთან, ლუკანისმან ბინ ავანგ საუნისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გასულ და მიმდინარე წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მკვეთრ ზრდას. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ეკონომიკური პარტნიორობის არსებული დინამიკა და ხაზგასმით აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების აუცილებლობა.
