ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოში მალაიზიის ახლადდანიშნულმა ელჩმა
2024 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოში მალაიზიის ახლადდანიშნულმა ელჩმა, აჰმად კამრიზამილ ბინ მოჰდ რიზამ (რეზიდენციით ქ. ბაქო).
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ამასთან, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის შესაძლებლობებს.
ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა მალაიზიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და მალაიზიას შორის ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენებას ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.