Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

ვლადიმერ კონსტანტინიდმა მონაწილეობა მიიღო სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს სხდომაში

2023 წლის 12 სექტემბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 62-ე სხდომა.

 
შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სუამ-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გიორგი ზაქარაშვილმა და ევროპის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. 


სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის, როგორც სუამ-ში თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, რუსლან ბოლბოჩეანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, როვშან მირზაევი და სუამ-ის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი. 


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები. ვლადიმერ კონსტანტინიდმა სხდომის მონაწილეებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ვითარება გააცნო, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ კვლავ გრძელდება უკანონო „ბორდერიზაცია“ და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ მიმართული რუსეთის სხვა პროვოკაციული ქმედებები. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ომის დაწყების დღიდან საქართველოს სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი. 


სხდომაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სუამ-ის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები - პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, სუამი+ ფორმატებში პარტნიორებთან არსებული თანამშრომლობა და 2023 წლის ბოლომდე, უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ხაზგასმით აღინიშნა ტრანსპორტის და დაკავშირებადობის (connectivity) მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები.