ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური) რწმუნებათა სიგელები გადასცა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს
2026 წლის 17 თებერვალს, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური) რწმუნებათა სიგელები გადასცა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, თონგლუნ სისულითს.
ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტსა და ელჩს შორის. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ირაკლი ასაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
