საქართველოს ელჩის შეხვედრა ლაოსის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან
2026 წლის 18 თებერვალს, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური) შეხვედრა გამართა ლაოსის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ოუდეტ სოუვანავონგთან.
შეხვედრისას განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეები მომავალში მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
